30/09/2024
11:46
მსოფლიო
უკრაინის „გამარჯვების გეგმას“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგინა, უკრაინელებს გავაცნობთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა საინფორმაციო მარათონის ეთერში განაცხადა.
„ეს არის პრეზიდენტის (ზელენსკის) გეგმა და, რა თქმა უნდა, როგორც მან პირობა დადო, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პარტნიორების წინაშე წარდგენის შემდეგ, ვფიქრობ, გეგმა უკრაინელებსაც წარედგინება. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ნაწილები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა და ისინი დახურულია“, - განაცხადა ერმაკმა.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც საჯარო ხდება, ისმის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ის მტერიც ესმის.
„ამ გეგმის ზოგიერთი დეტალი საიდუმლოა. მაგრამ, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამ გეგმის განხორციელება მტრის ტერიტორიაზე და მისი შედეგები, ჩვენი სამხედროების, ჩვენი შეიარაღებული ძალების გამარჯვებები“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.
მისივე თქმით, უკრაინელები გააცნობიერებენ „გამარჯვების გეგმის“ ზოგიერთი ნაწილის გაუმჟღავნებლობის საჭიროებას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინის „გამარჯვების“ გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ამერიკელ ლიდერებს წარუდგინა, ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრებოდნენ.
„გამარჯვების გეგმის“ განრიგი შექმნილია უკრაინის მოკავშირეების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების დასამტკიცებლად.
12 ოქტომბერს ბაიდენი გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ლიდერთა დონის შეხვედრას გამართავს („რამშტაინის“ ფორმატი). შეხვედრაზე, სავარაუდოდ, უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ განიხილავენ.
0
0