„გალათასარაი“ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვას გეგმავს
05/11/2024
15:25
სპორტი
A-
+A
თურქულ „გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის გამოსყდვა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sözcü ავრცელებს.
ნიგერიელი თავდამსხმელი „გალათასარაიში“ გასულ ზაფხულს იტალიური გუნდიდან იჯარის წესით გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულება ივნისამდეა გათვლილი და ოსიმენი თურქული კლუბისგან ანაზღაურების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს.
თუმცა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „გალათასარაი“ მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს და 25 წლის მოთამაშესთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმოს.
მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
0
0
78
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%