17/06/2023
12:47
კულტურა
ძმები არველაძეების ფონდსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, – ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჩვენს ფონდს შორის ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებას.
ეროვნული ბიბლიოთეკა და „ფონდი არველაძე“, ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთად მოაწყობენ რეგიონალურ წიგნის ბუდეებს. ამასთანავე, გიორგი კეკელიძესთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოეწყობა აქტივობები, რომლებიც ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში წიგნის გავრცელებასა და კითხვას შეუწყობს ხელს“, – წერია ფონდის გავრცელებულ ცნობაში.
ამავე ფონდის თანადგომით, მალე, ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც არაერთ ისტორიასა და საფეხბურთო ამბავს აერთიანებს. წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ მოამზადა და ივნისის მეორე ნახევრიდან გაიყიდება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024