11/10/2021
16:34
მსოფლიო
ბოლო დროს საქართველო აგრძელებს თავის აქტიურობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან: ბათუმში მომხდარი უბედურებისა და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილი რთული საშინაოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაინც უკიდურესად საჭიროდ ჩათვალა ერევანში ჩამოსულიყო, რათა „თავისი საათი ფაშინიანის საათთან გაესწორებინა“ - დღის წესრიგშია სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნების საკითხი - ერთი მხრივ, თურქეთიდან ნახჩივნის გავლით აზერბაიჯანისა და საქართველოსკენ და მეორე - ბაქოდან თბილისის გავლით, ყარსისაკენ.
საინტერესოა, რომ ქართველი პრემიერის შაბათის ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ 12 აპრილს მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება გაიმართება. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს უარის ფონზე, რომლის მიხედვით, თბილისი მონაწილეობას არ მიიღებს კავკასიური პლატფორმის „სამი პლუს სამის“ („3+3“) რეალიზებაში, რადგან მასში ოკუპანტი რუსეთიც მონაწილეობს. ამასთან, თბილისს აინტერესებს, მართლაც ნებაყოფლობით გახსნის თუ არა ერევანი „ზანგეზურის დერეფანს“, რომელიც თურქეთს რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად ჭირდება.
ერევნის თანხმობა რომ არ არსებობდეს, განა ფაშინიანი პუტინს შეხვდებოდა? თანაც მათი შეხვედრა როგორ თარიღს ემთხვევა - ყარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა დღეს.
უეჭველია, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი,რუსეთის ზეწოლით, აზერბაიჯანს „ტყვიის გაუსროლელად“ ჩაბარდება. ყველაფერი მზადაა გეოპოლიტიკური საზღვრების შესაცვლელად და ყარსის ხელშეკრულების „რესტარტისათვის“.
0
0