20/12/2021
15:18
საზოგადოება
მედია ვებინარზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცენტრში უკვე მსჯელობენ.
"ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ, 3-დან გაიკეთონ ბუსტერი, ასტრაზენეკაზე და ფაიზერზე 5 თვის შემდეგ. დღეს გვქონდა მსჯელობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, და ალბათ, დადგება საკითხი ფაიზერზე და ასტრაზენეკაზეც ბუსტერის პერიოდი ჩამოწიოს უფრო დაბლა, 5 თვიდან. ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი ახალი შტამის წინააღმდეგ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, ორჯერ აცრილებისთვის ბუსტერი აუცილებელი გახდეს.
"ომიკრონთან დაკავშირებით მთავარი არის აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრაც, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს ყველასთვის, ვინც ორჯერ აცრილია, აუცილებელი", - თქვა გამყრელიძემ.
დღეს, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.
0
0