28/09/2021
17:38
COVID-19
თამარ გაბუნიას თქმით, მოსახლეობას ეს აღელვების საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რადგან ამერიკის წამლისა და კვების სააგენტოს მიერ გაცემული რეგულაციის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერს“ ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდა.
„ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც ჯამურად ნიშნავს მილიონ შვიდასი ათას მოქალაქეს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე. რეალისტურად ის ვადები, რაც დარჩენილია, ვფიქრობ, არის ძალიან კარგი დასახული გეგმის შესასრულებლად, თუმცა, საჭიროა მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება, რასაც გავაკეთებთ.
კარგია ის, რომ ვაქცინის მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი. იყო გარკვეული მღელვარება „ფაიზერის“ ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. „ფაიზერის“ იმ მარაგს, რაც ქვეყანაშია, დღევანდელი მდგომარეობით ნაწილს ვადა აქვს ნოემბრის და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე, ამგვარად ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას მაინც თავისუფლად შევძლებთ.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინას მოქმედების ვადა დამატებით 3 თვე აქვს, ეს არ არის სანერვიულო. სწრაფად უნდა მოვახერხოთ მოსახლეობის აცრა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ახალი ტალღები და გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024