08/10/2021
10:57
მედიცინა
აღნიშნული კვლევები, ჩატარდა ისრაელში და გამოქვეყნებულია New England Journal of Medicine–ში. ეს ადასტურებს, რომ სრულად აცრილ ადამიანებსაც კი სჭირდებათ ინფექციის საწინააღმდეგო სიფრთხილის ზომების მიღება.
ისრაელის კვლევების მიხედვით შეისწავლეს 4800 სამედიცინო პირი და დადგინდა, რომ ვაქცინის ორი დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს, განსაკუთრებით მამაკაცებში (65 წელზე უფროსი ასაკის პირებში).
„ჩვენ ჩავატარეთ ეს პერსპექტიული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ისრაელის ერთ-ერთი დიდი „შებას“ სამედიცინო ცენტრიდან“,- აღნიშნავს ამავე კლინიკის ექიმი გილი რეგევ-იოჩაი.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეგრეთ წოდებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე - იმუნური სისტემის პირველი ხაზი - უკავშირდება ინფექციისგან დაცვას, მაგრამ ამ კვლევისთვის მათ შეისწავლეს მხოლოდ ანტისხეულების დონე.
კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ვინც ვირუსით დაინფიცირდა (აცრილი) და გამოჯანმრთელების შემდეგ Covid 19-ის ვაქცინით აიცრა, ამ ადამიანების იმუნიტეტი უფრო მაღალია, თუმცა, განსაკუთრებით უფრო ძლიერია იმ პირთა იმუნიტეტი, ვინც ინფექციისგან გამოჯანმრთელდა (აუცრელი) და შემდეგ მიიღო ვაქცინაცია.
„საერთო ჯამში კვლევების შედეგად დაგროვილი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ აცრილნი და გადაიტანეს კორონავირუსი, მათი ჰუმორული {ანტისხეულებით განპირობებული} პასუხი აღემატებოდა სრულად ვაქცინირებულიასას“.
„ფაიზერის“ პირველი დოზის მიღების შემდეგ სწრაფად იზრდება დამცველობითი ფაქტორი, ის პიკს აღწევს მეორე დოზის მიღებიდან მომდევნო თვეებში და თანდათან მცირდება“, - წერდნენ მკვლევარები.
„ანტისხეულთა კლება მეოთხე თვის შემდეგ აჩქარდება და მომდევნო თვეებში მიაღწევს დაბალ დონეს, დაახლოებით 20%-ს, მიუხედავად ამისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცვა 90%-ზე მეტი იყო.
ვაქცინირებულ პირებს, სავარაუდოდ, აქვთ სოციალური კონტაქტის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს და, ასევე, შეიძლება ჰქონდეთ უსაფრთხოების ზომების დაბალი დაცვა. ასეთმა ქცევამ შეიძლება შეამციროს ვაქცინის ეფექტიანობა რეალურ სამყაროში.
ეს დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომდევნო თვეებში შეიძლება დაკარგოს ინფექციისგან დამცველობა და შესაძლოა, გაზარდოს ახალი ეპიდემიური ტალღების პოტენციალი“, - წერენ მკვლევარები.
0
0