15/08/2024
15:53
ტურიზმი
საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი: ბათუმი,“ - წერს DEUTSCHE WELLE.
ბათუმზე საუბრისას ხაზგასმულია ის საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც ბათუმი წლის განმავლობაში მასპინძლობს.
ასევე, მთიანი აჭარის ეკოტურისტული და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობები: „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა, ხაზს უსვამს ბათუმის პოტენციალს უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს მრავალი დამთვალიერებლისთვის“.
წელს, DEUTSCHE WELLE -ს ეთერში ასევე, მიმდინარეობდა ერთთვიანი სატელევიზიო რეკლამა, რომლის შედეგადაც რეგიონის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 190 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი ეცნობოდა. ტელევიზიის სოციალურ გვერდებზე კი „ალი და ნინოს“ შესახებ დადებულ რილს მილიონობით გამომწერის გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო, პრესტიჟულ ტელეკომპანიებთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
0
0