18/10/2021
14:18
ეკონომიკა
„კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.
წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მონაწილეობენ მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში და, ხელისუფლების სახელით, რუს ოკუპანტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა გადმოსვლა ვერ შეძლონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან, დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.
0
0