09/10/2022
12:33
კულტურა
გელათის სამონასტრო კომპლექსში დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე ზედაპირის ცვენის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს.
„ძალიან ცუდი ამბებია გელათიდან.
დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე დაიწყო ზედაპირის ცვენის პროცესი. ტაძარში ჩასული წყალმა მოაძრო წმინდა მარიამის თვალთან მონაკვეთი. ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული, ამიტომაც ჯერ ის ჩამოვარდა.
ლაქები გარშემოც გამოიკვეთა. ჩამოცვივდება სმალტებიც. ჩანს, რომ პროცესი ინტენსიურია.
სურათებზე: პირველ ფოტოზე ნაჩვენებია წმინდა მარიამის ახლადდაზიანებული სახე. შეადარეთ მეორე -2007 წლის და 2020 წელს გადაღებულ ფოტოებს, სადაც მოზაიკა ჯერ კიდევ დაუზიანებელია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
საუკუნის დანაშაულია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳
@საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა ვაჩეიშვილი და ფოტოებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადახურვა ხარვეზებით განხორციელდა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი სამუშაოები დღემდე გრძელდება.
0
0