31/08/2024
12:51
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი გუნდის ფანკლუბის, „ჯუნგლების“ და გუნდის კაპიტნის, მერაბ გიგაურის განცხადებებს გამოეხმაურა.
„გავეცანი კაპიტნის განცხადებას და მსურს, ჩემი მხრიდან დავამატო: „ჯუნგლების“ მიმართ მხოლოდ დიდი პატივისცემა გამაჩნია. მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პირველად ვიდექი თქვენ წინ სამტრედიაში და გუნდის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდი. მას შემდეგ თავს მეც ამ დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ.
იმედი მაქვს, გრძნობთ და ხვდებით, რომ „დილასთან“ მატჩის შემდეგ ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა. მსურდა ამეხსნა და არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ბოდიში მომეხადა, „ჯუნგლების“ ლიდერს კი, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, ამ ყველაფერზე ცალკე საუბარი ვთხოვე.
ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გვინდა, ეს ყველაფერი „ჯუნგლებთან“ ერთად გავიზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა დარჩენილ მატჩებში ძალიან გვჭირდება: თქვენ მოტივაციას გვაძლევთ და გვიყვარს ყოველი მატჩის შემდეგ თქვენს ტრიბუნასთან მოსვლა. ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთად დავდგებით. ეს თქვენი კლუბია და მას დიდება უნდა დავუბრუნოთ“, – ამბობს სტივ კინი.
0
0