24/02/2022
23:01
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ კოლეგებს ვესაუბრე. უკრაინაზე პრეზიდენტი პუტინის გაუმართლებელი თავდასხმა განვიხილეთ და დამანგრეველი სანქციების პაკეტსა და სხვა ეკონომიკურ ზომებზე შევთანხმდით, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ. მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა თქვა, რომ პაკეტი მოიცავს:
რუსეთში, დოლარებში, გირვანქასა და იენებში ბიზნესის კეთების შესაძლებლობის შეზღუდვას;
სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, აშშ-ის ახალი სანქციები ასევე ვრცელდება VTB-ზე;
აშშ და G7-ის ლიდერები რუსული მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას 50%-ით აპირებენ.
ბაიდენის თქმით, ევროკავშირი და G7 სანქციებს შეუერთდებიან.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის გათიშვა SWIFT-დან (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება) ამჟამად არ იგეგმება. ამერიკელი ლიდერის თქმით, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ჯერჯერობით მას ევროპა არ იზიარებს.
0
0