„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმეს
24/02/2022
20:42
მსოფლიო
A-
+A
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმეს.
„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა. მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს მოათავსა. ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიურ პროცესში ჩართვაზე ჩვენს განმეორებით შეთავაზებებზე უარის თქმის გამო. ერთიანი ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან, ისევე როგორც უკრაინასთან და კვლავ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა წესებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ღირსების შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
0
0
384
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%