09/07/2022
13:58
მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინის ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა.
”შეხვედრაზე იყო ძლიერი კონსენსუსი და რუსეთი დარჩა იზოლირებული”, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა დროზე ადრე შესაძლოა იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც მისი კოლეგებისგან ისმენდა.
”ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ხმამაღლა და ნათლად მოისმინა მთელი მსოფლიოდან რუსეთის აგრესიის დაგმობა,” – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს დიპლომატიაში.
„უახლოეს დღეებში ვნახავთ, მიიღებს თუ არა რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გზავნილს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
0
0