12/11/2021
11:22
სამხედრო
თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები სწავლების სიტუაციურ ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე დააკვირდნენ სიმულაციური სისტემების საშუალებით სწავლების მონიტორინგის მეთოდებს, ასევე დაესწრნენ ახალი სიმულაციური სისტემებით VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი) გათამაშებას. VBS3 თავდაცვის ძალებში პირველად გამოიყენება და საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატულ სურათზე გამოსახონ.
„დიდგორი 2021“ წელს უკვე მერვედ ტარდება. სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.
0
0