„ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარების გაყვანის ფაქტს“ - ვლოდიმირ ზელენსკი
16/02/2022
16:14
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ, პირველი საპასუხო განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვრიდან რუსული სამხედრო ძალის ნაწილის გაყვანას გეგმავს.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც სახეზეა და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საზღვრიდან ჯარების გაყვანის მსგავს ფაქტს. ახლა ეს მხოლოდ განცხადებებია. თუკი ჯარისკაცებს გაიყვანენ, ამას ყველა დაინახავს და არა მხოლოდ სამხედრო ან დაზვერვის სამსახურები,“ - განაცხადა ვოლდიმირ ზელენსკიმ დასავლეთ უკრაინის სამხედრო პოლიგონზე BBC-სთან საუბრისას.
ზელენსკის თქმით, ის ფიქრობს, რომ „ყველა ნორმალური ადამიანი დეესკალაციის მოლოდინშია“.
„რაც შეეხება მუქარას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარას მშვიდად ვხვდებით, რადგან გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, ეს უკვე მრავალი წელია ხდება“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0
420
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%