16/09/2024
15:21
მსოფლიო
კრემლის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის უკრაინასთან კავშირი მიუთითებს, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვა.
შეკითხვაზე, თუ რას უწოდებს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ტრამპის მკვლელობის აშკარა მცდელობას, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა:
"ამაზე ჩვენ კი არა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურები უნდა ფიქრობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცეცხლთან თამაშს თავისი შედეგები მოჰყვება".
როგორც Reuters-ი წერს, პესკოვმა, აღნიშნული კომენტარით, ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას.
CNN-მა, Fox News-მა და The New York Times-მა [ჰავაის შტატში მცხოვრები] 58 წლის რაიან უესლი როუთი დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილად დაუდგენელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაასახელეს. სოციალურ მედიაში როუთის სახელით დარეგისტრირებული სამი ანგარიში დაფიქსირდა, რომლებითაც ჩანს, რომ ის, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია.
2023 წელს, The New York Times-თან ინტერვიუში როუთმა ამერიკელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინელებს მოხალისეებად ეხმარებოდნენ. როგორც როუთმა The Times-ს განუცხადა, 2022 წელს, მან უკრაინაში რამდენიმე თვე გაატარა და ის, დასახმარებლად, თალიბებისგან უკრაინაში გაქცეული ავღანელი ჯარისკაცების დათანხმებას ცდილობდა.
0
0