25/08/2022
15:30
სამართალი
სუს-ის ყოფილი მარალჩინოსანი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მორიგ მიმართავს აქვეყნებს. ამჯერად ის უკრაინაში წასულ ქართველ მეომრებს უხდის ბოდიშს, რადგანაც როგორც თავად წერს, "იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ უკრაინის მიმართ."
"ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვუსურვო რაშისტებზე გამარჯვება. ეს ჩვენი ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ავლენენ ფრონტის წინა ხაზზე.
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარულები იყვნენ უკრაინის მიმართ და სურვილი ჰქონდათ ებრძოლათ რუსეთის სისტემის წინააღმდეგ, დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან.
მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ და გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი და ძალა, დიდება და გამარჯვება საქართველოსა და უკრაინას!" - წერს გოგაშვილი.
0
0