05/06/2023
18:38
კულტურა
ხმების ხელახალი შექმნა ან გაახალგაზრდავება; მომღერერალთა ხმების ვირტუალური შერწყმა ზოგჯერ უკვე დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ხელოვანების ხმებთან - ამ გზებით, ხელოვნური ინტელექტი თაყვანისმცემლების აღფრთოვანებაში მოყვანას ახერხებს.
ეს არის 2013 წელს გამოსული პოლ მაკარტნის სინგლის - „New“ - ახალი ვერსია, რომელშიც მისმა ფანმა „ბითლზის“ მომღერლის ხმა გააახალგაზრდავა და მას მისივე ყოფილი პარტნიორის, 40 წელზე მეტი ხნის წინათ გარდაცვლილი ჯონ ლენონის მიერ შესრულებული ნაწილი დაამატა. არანაკლებ შთამბეჭდავია ჯონ ლენონის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ბოლო სიმღერის, „Grow Old With Me“-ის ვერსიაც, რომელიც 1980 წელს განხორციელებული მისი მკვლელობის შემდეგ გამოვიდა და ხელახლა შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტის მიერ, რომელიც საკუთარ თავს „De Lims“-ს უწოდებს. სიმღერის მოსმენისას, ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაშინ დგება, როდესაც პოლ მაკარტნი მელოდიის მისამღერს იწყებს.
ხელოვნური ინტელექტის ამ ქმნილებებმა „ბითლზის“ ბევრი გულშემატკივარი ცრემლებამდე მიიყვანა.
„აცრემლებული ვარ! ძალიან მშვენიერია!!!“, - დაწერა ერთმა მსმენელმა „იუთუბზე“, პირველი ვიდეოს მოსმენის შემდეგ. „ტირილს ვიწყებ“, - ამბობს მეორე ვიდეორგოლის შესახებ იუთუბერი სტივ ონოტერა, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავს. „ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ხედავთ, რომ ეს შერწყმა ხელოვნურად - მაგრამ დამაჯერებლად - ხელოვნური ინტელექტის წყალობით მოხდა“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024