13/12/2023
12:45
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ახალგაზრდული მოძრაობა „KARAHPITSUNDA“-ს („ჩვენი ბითვინთა“) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას.
მოძრაობის ცნობით, შეხვედრას აქტივისტები აიდა აბიდოვა და აინარ ხაშიგი, ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა ისაუბრეს ასლან ბჟანიას პოზიციაზე ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის საკითხთან დაკავშირებით: „მისი აზრია, რომ ბიჭვინთა, რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს, რადგან აფხაზეთი დამოკიდებული ქვეყანაა და მცირე რამ შეუძლია დამოუკიდებლად და ჩვენ უკვე საკმარისი გავაკეთეთ საერთაშორისო აღიარებისთვის“.
აქტივისტები ამბობენ, რომ „აფხაზეთის ტერიტორია ერთიანია, განუყოფელი და გაუსხვისებელია, კოორდინატები - მხოლოდ ერთი პატარა დეტალია დიდი შეთანხმებისა დიდი რაოდენობით მიუღებელი პირობებით“.
„სანამ ლობირებენ კანონპროექტებს და შეთანხმებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აფხაზეთის სუვერენიტეტს, ჩვენ ამას აქტიურად ვეწინააღმდეგებით და მზად ვართ ბოლომდე მივიდეთ. ბიჭვინთა არ იყიდება“ - განაცხადეს აქტივისტებმა
0
0