16/10/2023
11:50
მედიცინა
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს:
"აშშ-ში პედიატრები და მშობლები მოითხოვენ, რომ ბავშვებზე აიკრძალოს ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა, ანუ დაწესდეს იგივე შეზღუდვები, რაც თამბაქოზე და ალკოჰოლზე არსებობს. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ამერიკის სამედიცინო ასოციაციაც.
პედიატრების არგუმენტია კოფეინის ის მაღალი შემცველობა, რომელიც ბავშვთა და მოზარდობის ასაკში ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ სასმელების ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენაა ძილის დარღვევა (სხვა სიმპტომებთან ერთად).
ჩვენთან ამ საკითხის მიმართ, რასაც ვაკვირდები, სპეციფიური დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მშობელს - სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ. ამაში, ცხადია, ლოგიკა არ არის. ენერგეტიკულ სასმელებში კოფეინის შემცველობა რამდენჯერმე აღემატება, მაგალითად, კოკა-კოლაში კოფეინის შემცველობას და ზოგიერთ შემთხვევაში ყავაზე მაღალიც არის",-წერს მაია ბუწაშვილი.
0
0