27/10/2023
18:10
ბადაგონი
ნულოვანი ემისია, ნულოვანი ხმაური და ენერგოეფექტურობა – ელექტრომობილები ნელ-ნელა იპყრობს მსოფლიო საავტომობილო ბაზარს. წამყვანი ავტომწარმოებლები უკვე აანონსებენ, ელექტრომობილების წარმოებაზე სრულად გადასვლის გეგმებს და არც საქართველოა გამონაკლისი. ახლახანს, ჩვენს ქვეყანაში, ახალი თაობის ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია Leapmotor შემოვიდა, რომლის შემოყვანის ექსკლუზივი, „ბადაგონის“ შვილობილ კომპანია - „გაუ ენერჯი ჯგუფს“ ეკუთვნის, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კი „ლიფმოტორ ჯორჯია“ გახლავთ.
ჩინური ავტოგიგანტისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანია „ბადაგონის“ პარტნიორობა, დიდი ნახტომია ელექტრომობილების ქართულ ავტობაზარზე - ელექტრომობილები Leapmotor C11 და Leapmotor T03 ხილვა უკვე გალერეა თბილისშია შესაძლებელი.
მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოგიგანტის, Stellantis – ის მიერ ჩინური ავტომწარმოებლის - „LeapMotor“ - ის წილის შეძენა. 1,5 მილიარდი ევრო Leapmotor-ის დაახლოებით 20%-ის შესაძენად, რაც Stellantis-სს Leapmotor -ის მნიშვნელოვან აქციონერს გახდის. გლობალურმა ავტომწარმოებელმა Stellantis-მა, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის შეიძენს 20 პროცენტიან წილს, ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ Leapmotor-ში, რაც „ლიფმოტორსს“ უახლეს ევროპულ ბრენდად აქცევს და ჩინური კომპანია ამ შეთანხმებით, მსოფლიოს მაღალ კონკურენტულ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს.
Jeep-ის Ram-ისა და Leapmotor-ის მწარმოებლებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მათ ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი საწარმო, რომელიც მიზნად ისახავს, ჩინეთის ელექტრომობილების გაყიდვების გაფართოებას როგორც ჩინეთის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ამ ორი ავტოგიგანტის პარტნიორობა გულისხმობს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს Leapmotor-ის გაყიდვები ჩინეთში და ასევე, ათვისებული იყოს ევროპის ბაზარი, რათა Leapmotor - მა ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარზე, სეგმენტზე დომინირება შეძლოს. Stellantis-ის დამკვიდრებული გლობალური კომერციული წარმომადგენლობის გამოყენება, Leapmotor-ის ბრენდის გაყიდვებს მსოფლიო მასშტაბით დააჩქარებს და საქართველო უკვე მოიაზრება ამ ქვეყნების რიგში.
ვინ არის „სტელანტისი“
„სტელანტისი“ გახლავთ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტომწარმოებელი და მობილობის პროვაიდერი. მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე, ეს ძლიერი მოთამაშე, წარმოადგენს - იტალიურ-ამერიკული FCA (Fiat Chrysler Automobiles) და ფრანგული Groupe PSA (Peugeot Société Anonyme) ალიანსს, ამ ორი კომპანიის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კონცერნს კი დაერქვა Stellantis - ი, რომელიც გახდა სიდიდით მეოთხე ავტომწარმოებელი მსოფლიოში. კორპორაცია რეგისტრირებულია ნიდერლანდებში, როგორც შ.პ.ს და ფლობს 14 ბრენდს.
„სტელანტისის“ ინოვაციური, ისტორიული და საკულტო ბრენდების სიაში არიან : Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Citroën, Dodge, DS Automobiles, Fiat, Jeep®, Lancia, Maserati, Opel, Peugeot, Ram, Vauxhall, Free2move და Leasys.
ვინ არის „ლიფმოტორსი“
Leapmotor დაარსდა 2015 წლის დეკემბერში და დაფუძნებულია ჰანჩჟოუში, ჩინეთი. 2019 წლის ივნისში ჩინეთის ბაზარზე პირველი პროდუქტი შემოვიდა - Leapmotor S01 ელექტრო 2-კარიანი კუპე. პროტოტიპი აჩვენეს 2017 წლის გუანჯოუს ავტო შოუზე. შემდეგ, კომპანიამ მოიზიდა კაპიტალი 380 მილიონი დოლარის ოდენობით და დაიწყო ქარხნის მშენებლობა. S01 თავდაპირველად გამოვლინდა, როგორც LP-S01 კუპე 2018 წლის დასაწყისში. S01-ის პირველი მიწოდება 2019 წლის ივნისში მოხდა. 2020 წლის ნოემბერში Leapmotor-მა ოფიციალურად გამოუშვა თავისი მესამე წარმოების ელექტრო მანქანა, Leapmotor C11 ელექტრო კროსოვერი, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის C-More კონცეფციაზე. C11 აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომელთა საერთო სიმძლავრეა 544 ცხ.ძ. (536 ცხ/400 კვტ) და ბრუნვის მომენტი 720 ნმ (531 lb-ft). Leapmotor C11-ს აქვს დაახლოებით 600 კმ (404 მილი) მართვის დიაპაზონი.
ელექტრომობილები Leapmotor C11 და Leapmotor T03 კი უკვე გალერეა თბილისშია.
საქართველოში შემოსული LeapMotor C11 თავის კლასში საუკეთესო სმარტ ელექტრომობილია. ავტომობილი აღჭურვილია 28 ჭკვიანი, მათ შორის 12 ულტრაბგერითი სენსორით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობა უზრუნველყოს.
რაც შეეხება LeapMotor T03-ს, მოდელი T03 აღჭურვილია მძღოლისთვის დამხმარე მრავალი ფუნქციით, რომლებიც მგზავრობას კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. ისინი კონტროლდება სალონში არსებული მთავარი ციფრული ეკრანით. T03-ს აქვს მაღალი სიმტკიცის ფოლადის კორპუსი სრული უსაფრთხოებისთვის.
ორივე კომპანიის ძლიერი მხარეების გამოყენებით, Stellantis და Leapmotor წარმოშობს სტრატეგიულ გლობალურ ურთიერთობას, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი კონკურენტუნარიანი და ეფექტური ელექტრომობილების ელექტროსადგურის შექმნას ჩინეთში და მთელ მსოფლიოში, რომელსაც - საქართველოში კომპანია „ბადაგონის“ შვილობილი, „ლიფმოტორ ჯორჯიას“ სახით, წარმომადგენელი ეყოლება.
ეკოლოგიური უსაფრთხოება, არის ის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა, რაც გააჩნია ელექტრომობილს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით. ამ მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერების საპასუხოდ, “ბადაგონი” არის ის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი ღირებულება იყო პრიორიტეტი და ამ უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებლის, საქართველოში შემოყვანის მთავარი მოტივაციაც. ელექტრომობილი - ეს არის ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი არჩევანი.
0
0