28/03/2024
21:32
ბადაგონი
„ბადაგონის“ ცქრიალა ღვინომ „ბადაგონი როზე“, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Concours Mondial de Bruxelles 2024, ვარდისფერი ღვინოების სესიაზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალოსანი ცქრიალა ღვინო “ბადაგონი როზე” დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. ღვინოს აქვს ვარდისფერი შეფერილობა და გამოირჩევა მდიდარი ყვავილოვანი არომატებით. ელეგანტური, სასიამოვნო გემოთი და დაბალანსებული მჟავიანობით. ცქრიალა ღვინის ბუშტუკების ნაკადი კი წვრილი, ხანგრძლივი და ხრაშუნაა.
Concours Mondial de Bruxelles აქვს 30-წლიანი ისტორია. იგი ბრუსელში დაფუძნდა და ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. კონკურსი წელს, დალმაციაში, ხორვატიაში ჩატარდა.
კონკურსი დაყოფილია 4 სხვადასხვა სესიად, რათა თითოეული ტიპის ღვინო პროფესიონალურად შეფასდეს მათი სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ამჯერად, ვარდისფერი ღვინოების სესია გაიმართა. კოკნკურსისთვის მკაცრად შეირჩნენ ისეთი ავტორიტეტული ჟიურის წევრები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ღვინის ცნობილი შემფასებლები - საერთაშორისო მყიდველები და გამყიდველები, ენოლოგები, ჟურნალისტები, სომელიები, ღვინის სპეციალისტი მწერლები და კრიტიკოსები, მკვლევარები და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან.
2023 წელს, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 350-მა საერთაშორისო ჟიურის წევრმა, რაც კონკურსის უნიკალურობასა და შედეგების ობიექტურობას განაპირობებს.
0
0