02/02/2024
16:02
ბადაგონი
მეღვინეობა „ბადაგონი“ დაჯილდოვდა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის სკოლა-ბიზნესის ფორუმზე, როგორც “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესი”.
ღონისძიება სასტუმრო „რედისონ წინანდალში“ გაიმართა.
გასულ წელს, კომპანია „ბადაგონმა“ დააფინანსა და მხარი დაუჭირა თელავის VI საჯარო სკოლის პროექტს.
ამჯერად, შეირჩა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის I საჯარო სკოლა და მოსწავლეების პროექტი - „ვიზრუნოთ გარემოზე“, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას „ბადაგონი“ გაუწევს.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებში სამეწარმეო, ლიდერული და გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობს, მცირე სასათბურე მეურნეობის მოწყობას სკოლის ბაზაზე და სხვადასხვა სახის მცენარეებისა და მარადმწვანე ნერგების მოშენებას და რეალიზაციას.
მეღვინეობა „ბადაგონი“, პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის მხარდაჭერის პროექტში ჩაერთო.
„ბადაგონმა“, სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობა, უკვე მეორედ მიიღო.
0
0