19/04/2022
21:20
მსოფლიო
ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელის სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხანა იბომბება და ბირთვულის გარდა, რუსები იყენებენ ყველანაირ შეიარაღებას, რაც კი აქვთ.
მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი.
„ჩვენ გვაქვს მორალი და პრინციპები, ჩვენ არ ვარღვევთ ომის კანონებს და წესებს. ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სიტუაცია, მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. იქ ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარიმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024