18/11/2022
11:01
კულტურა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი „ასტანას ბალეტი“ სტუმრობდა. კონცერტები, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანშლაგით დასრულდა.
კონტრასტულმა და, ამავდროულად, დახვეწილმა პროგრამამ ქართველი მაყურებელი საოცარ სამყაროში ამოგზაურა. პირველ დღეს დასმა ერთმოქმედებიანი ბალეტები „სალომე“ და „A Fuego Lento“ შეასრულა, მეორე დღეს კი ქართველი მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარსდგა.
„მნიშვნელოვანია ასეთი სახის კულტურული გასვლები, ასეთ დროს იქმნი რეალურ შთაბეჭდილებას სხვა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე, ეზიარები მათ კლასიკურ და ნაციონალურ ხელოვნებას. „ასტანას ბალეტი“ საკამოდ საინტერესო სპექტაკლებით წარსდგა ჩვენი მაყურებლის წინაშე, თავის მხრივ მაყურებელმაც ახლოს მიიღო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სამომავლოდ ვითანამშრომლოთ,“ - აღნიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.
„მსახიობებისთვის და ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენ პირველად წავრსდექით ახალგაზრდა დასით თბილისის ოპერისა და ბალეტის ისტორიულ სცენაზე. ქართველი მაყურებელმა მაყურებელმა საკმაოდ თბილად მიგვიღო და ჩვენმა პროგრამამ აღაფრთოვანა. შევეცადეთ, დადგმები ყოფილიყო, რაც შეიძლება დატვირთული და მრავალფეროვანი,“ - აღნიშნავს „ასტანა ბალეტის“ თეატრის წამყვანი მოცეკვავე ტატიანა ტენი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობა იყო განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, განსაკუთრებული ყურადღებით საგასტროლო სპექტაკლები შევარჩიეთ, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკური ბალეტი და ჩვენი რეპერტუარის სიამაყე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებული ეროვნული დივერსიმენტი.
ბევრი აპლოდისმენტი, ღიმილიანი სახე, გადაჭედილი დარაბაზი - საკმაოდ თბილი აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ვფიქრობ ეს სიყვარული დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში. იმედი მაქვს, რომ მათ წინაშე კიდევ ბევრჯერ წავრსდგებით,“ - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იყო რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე.
ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.
იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელმა ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმული საოცარი სპექტაკლი „სალომე“ იხილა ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას.
სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივმა ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტი „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარადგინა.
საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
0
0