11/11/2021
15:57
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას თქმით, კადრები, რომელიც გამოქვეყნდა სააკაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, გავრცელებული კადრები უწყვეტი არ არის და მესამე პრეზიდენტზე ძალადობის კადრები ამოჭრილია.
„ჩვენ რაც დღეს ვნახეთ ზუსტი მტკიცებულებაა იმისა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი ძალადობის კადრები ამოჭრილია. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ - ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ეომებოდა.
ეს პარადგიმა მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა, არამედ ყველა ქართველში გაცოცხლდა და მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებში. ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ.
არწივი არის მიხეილ სააკაშვილი, პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. როგორც წესი ამაზე არ ვსაუბრობ, მით უმეტეს მიშასთან შესვლამდე. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა.
კადრები, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს/ მარტივად აგიხსნით რატომ. როგორც კი ვიწყებთ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციაზე და მისი გადარჩენის გზებზე. იწყება დეზინფორმაცია რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, რომ ის თითქოს ფაფას კი არა მწვადებს ჭამს. რა თქმა უნდა უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე სააკაშვილს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0