28/12/2023
11:10
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანების ორგანიზაციის, „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
გულიას თქმით, შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
„აიკრძალა ობიექტების გადაცემა მესამე პირებისთვის. აკრძალულია ობიექტების და ნაკვეთების გადაცემა შეთანხმების დენონსაციის შემთხვევაში. ასევე აღნიშნულია, რომ თუ საერთაშორისო შეთანხმება აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მოქმედებს აფხაზეთის კონსტიტუცია.
შეთანხმებაში შეტანილია ნორმა, რომლის მიხედვით მისი დენონსაციაა შესაძლებელი, თუ ის აფხაზეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან წესრიგს ემუქრება“ - ამბობს გულია.
მისივე თქმით, ე.წ. პარლამენტთან გამართულმა აქცია „ხალხის ერთიანობა აჩვენა და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო“.
0
0