26/10/2024
12:50
არჩევნები 2024
საერთაშორისო ორგანიზაცია European Platform for Democratic Elections- ის მიერ, ორი დღის წინ, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გამართულ შეკრებაზე, სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მძღოლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და ემუქრება, რითაც არჩევნებში მოწილეობის უფლებას უკრძალავს. - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო spnews- ს რამდენიმე წყარომ აცნობა.
საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ორგანიზაციების მხრიდან დასმულ კითხვაზე, არსებობს თუ არა, ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები, ადგილობრივი ნჯეოებმა პასუხი ვერ გასცეს და ვერც ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები მოიყვანეს.
გარდა ამისა, ამავე შეკრებაზე საუბარი იყო, თუ რა შეიძ₾ბა გახდეს არჩენების გაყალბების მიზეზი. ერთ- ერთ ასეთ მიზეზად ქართული არასამთავრობოები ასახელებდნენ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას.
მათი თქმით, თუ არჩევნებზე 2 მილიონ ადამიანზე მეტი არ მივა, ეს შეიძ₾ება გამოყენებული იყოს გაყალბების მიზეზად და იმის დასტურად, რომ „ოცნებამ“ მოსახლეობა დააშინა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირადობების ჩამორთმევით და მუქარით შეუზღუდა.
აღსანიშნავია რომ ამ შეკრებას მედია არ ესწრებოდა.
0
0