21/01/2024
16:29
ტურიზმი
გუდაურთან დაკავშირებული ვნებათაღელვის გამო ცოტა სიცხადეს შევიტან, რადგან ვინც რამეს წერს და აკომენტარებს, იმათგან განსხვავებით 5 წელია ზამთრის გუდაურში ვცხოვრობ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჰოტელიერი, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.
"გუდაური ცარიელია: არა ბატონებო, ცარიელი არაა და იმაზე მეტად სავსეა, ვიდრე წინა წელს. მაგალითისთვის გეტყვით: 27.12.2023 დან 6.01.2024 მდე გუდაურის თითქმის ყველა სასტუმრო გაყიდული იყო, თან უფრო მაღალ ფასად, ვიდრე შარშან. (ფასების და ადგილების ანალიტიკას ფასწარმოქმნისთვის ვაკეთებ ყიველ დღე და ნუ შემეკამათებით, ვიცი)
იანვრის 7-დან იანვრის 20-25 მდე ზამთრის კურორტებს დაბალი სეზონი აქვთ, ცოტა ხალხია და ფასიც დაბალი.. ეს უკვე წლებია ასეა და წელს რამე საოცრება არ მომხდარა, ტრადიციულად დაბალ სეზონზე გადავედით. თუმცა უკვე დაუწყო შევსება
რუსი ტურისტი ჭარბობს:
წელს სპეციალურად ვაწარმოებ სტატისტიკას ქვეყნების და მინდა გითხრათ: არაბთა ემირატები ჭარბობს, მაგას მოყვება: დასავლეთ ევროპა: გერმანია, დანია, კვიპროსი, საფრანგეთი, ჰოლანდია შემდეგ: აღმ. ევროპა, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, შემდეგ: ადგილობრივი ქართველი დამსვენებელი შემდეგ: რუსეთი და ბელარუსი. და ბოლოს ყაზახეთი, ინდოეთი, უკრაინა, ჩინეთი, ბაჰრეინი. (ესაა დეკემბერ იანვრის სტატისტიკა ჩემს და რამდენიმე მეგობარ სასტუმროში) თებერვალში სურათი შეიცვლება.
ხაჭაპური ღირს 45 ლარი - წავიდეთ ევროპებში ხალხო
გუდაურში დადიხართ საერთოდ? ზამთრის სასრიალო ეკიპირება რომ იყიდოთ საკუთარი, უკეთეს შემთხვევაში 2000 ლარი მაინც გჭირდებათ, რომ იქირაოთ 80-100 ლარი ჯდება. სადმე თბილისის ბარში კოქტეილში იხდით 35 ლარს და ნწ ნწ ნწ, 15 ლარი როგორ შემოგბედეს გლინტვეინში. ხაჭაპურს გააჩნია სად მიირთმევთ, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად
თუ არ სრიალებთ და გასეირნება გინდათ, ბაკურიანი უფრო ლამაზიცაა და იაფიც.
დავტოვოთ გუდაური მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის. ფული შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც თქვენს შემოსავლებზეც აისახება ირიბად ნელნელა.
მოუწოდოთ სხვა ქვეყანაში დავხარჯოთ ფული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მარტივად რომ ვთქვა, არც სწორია, არც პატრიოტული.
პ.ს. ნებისმიერ ზამთრის კურორტის ფასს რომ გადახედოთ ევროპაში, სანამ ქირქილს დაიწყებთ, ნახავთ, რომ ფასი მინიმუმ ორმაგია, და ხარისხზე ნუ შემეკამათებით, ერთი და იგივე სტანდარტის სასტუმროებს თუ შევადარებთ, ჩვენთან გაცილებით თბილი, მოწესრიგებული, სუფთა და მაღალხარისხიანია“, - წერს მურაჩაშვილი.
წყარო: bpn.ge
0
0