05/10/2023
13:22
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია არ ეთანხმება თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამის შესახებ მან გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ: „საქართველო კვლავ ადანაშაულებს რუსეთს აფხაზეთის ოკუპაციაში. როგორ შენდება დღეს ურთიერთობები სოხუმსა და თბილისს შორის?“
ბჟანიას თქმით, ეს არანაირად არ შეესაბამება რეალობას.
„თუმცა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ვინმემ ამაზე ისაუბროს, რადგან ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები - შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ძალიან მოკლედ უკვე გითხარით, რა ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად. თქვენი აზრით, ეს გარკვეულწილად ჯდება ტერმინ „ოკუპაციაში“? - ასე რომ, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, მაგრამ დაე, ასე იფიქრონ“ - განაცხადა ბჟანიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024