05/08/2022
10:28
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიში გააკრიტიკა, რომელშიც ეწერა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, სამხედრო ბაზებს საავადმყოფოებსა და სკოლებში ათავსებს, არღვევს ომის კანონებს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „Amnesty International-ი“ ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას შეეცადა. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნისტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება.
აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია, თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერს - „უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“.
0
0