„ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა“ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ
15/11/2023
16:31
მედიცინა
A-
+A
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ვოსორიტიდის პირველი დოზა უკეთდებათ. პრეპარატი საქართველოში გუშინ შემოვიდა და პირველ ეტაპზე, მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ოთხი ბავშვი მიიღებს.
მშობლების განმარტებით, დასაწყისისთვის შეირჩა მაღალ ასაკობრივ ზღვარზე მყოფი სამი ბავშვი და ერთი, კრიტიკული საჭიროების მქონე პაციენტი.
„პირადად მე, ამ მედიკამენტს ველოდი 12 წლის მანძილზე და არც ვოცნებობდი, რომ მას ჩემი შვილი მიიღებდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ დედას, ვისაც შვილის ავადმყოფობა აქვს, პირველ რიგში მათ ვეტყვი, რომ არასდროს არ დანებდნენ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - ამბობს ჟურნალისტებთან აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი.
0
0
321
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%