13/12/2021
13:10
საზოგადოება
მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ერთიანი პოზიციით არიან წარმოდგენილები და სრულ კოორდინაციაში არიან მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 მაისს კიევში უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდა.
„ხვალ, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც 16 დეკემბერს გაიმართება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პერსპექტივებს და მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ -ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამიტიც იქნება, ასევე, მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იყოს შესაბამისად ასახული მიღებულ დეკლარაციაში და ასევე, ჩვენ გვაქვს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები და სამომავლო ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
მოგეხსენებათ, რომ ამ სამიტს წინ უძღოდა მოსამზადებელი შეხვედრები, მე გახლდით აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც შემდგომ მოჰყვა პირველად პრემიერ-მინისტრების ფორმატში „ასოცირებული ტრიოს“ ვიზიტი ბრიუსელში და სწორედ ეს ორი ღონისძიება იყო მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მოლოდინების მაქსიმალურად ასახვის მიზნით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 16 დეკემბერს, იქნება ზუსტად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი, კერძოდ, ასახული იქნება ჩვენი ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით და დადასტურდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ასახული იყოს ჩვენი სურვილი დავუახლოვდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დაკავშირებადობა, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. საქართველო იქნება მაქსიმალურად ჩართული ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში. ასე რომ, მოლოდინები მართლაც არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტის შედეგად გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომლებიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, დრო და პერიოდი, რა პერიოდშიც იმართება ეს სამიტი. მოგეხსენებათ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად კავშირში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
სამიტის დროს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც, ასევე, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის,“- განაცხადა ზალკალიანმა.
0
0