12/12/2022
17:20
კონფლიქტები
„Вкусно – и точка“, სწრაფი კვების ქსელი, რომელმაც რუსეთში “მაკდონალდსი” ჩაანაცვლა, სურს რესტორნების გახსნა თვითგამოცხადებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ქსელის მფლობელმა ალექსანდრ გოვორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები “მაკდონალდსის” კორპორაციასთან მიმდინარეობს.
„არის კითხვები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იქ შევიდეთ, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს არის, მაგალითად, აფხაზეთი, ასევე ყირიმი“ - განაცხადა გოვორმა.
ქსელის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განმარტა, რომ McDonald's Corporation-თან შეთანხმების თანახმად, „Вкусно – и точка“ ვერ მუშაობს იმ ბაზრებზე, სადაც ამერიკული ბრენდია წარმოდგენილი.
„აფხაზეთთან დაკავშირებით არის სირთულე. საქართველოში არის “მაკდონალდსი”, მაგრამ აფხაზეთში არ არის, ხოლო კორპორაციისთვის აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ კორპორაციასთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვინდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები კორპორაციის წინაშე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე სწორად და ლეგალურად შემოსვლა. ამაზე ვმუშაობთ და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აფხაზეთის ბაზარზე შესვლის ვადებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.
0
0