06/11/2021
15:08
საზოგადოება
“ძალიან რთული პერიოდია. ახლა საჭიროა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მივუტევოთ, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლება. როცა ჩანს, რომ კაცი დამნაშავე და ბოროტმოქმედია, ის პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს, არამედ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
ვგულისხმობ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა. ადამიანი ძნელად წარმოიდგენს იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს ციხეებში თუ ციხის გარეთ ხდებოდა. ჰიტლერი რომ ჰიტლერია, მამაკაცის გაუპატიურება მის დროსაც არ ხდებოდა. მაშინ მოკალი და დაასრულე! რა ფასი აქვს იმის ცხოვრებას?! ახლა ვიღაცები გამოდიან და კიდევ მხარს უჭერენ…
ასეთ ხალხთან კოაბიტაცია არ შეიძლება! მთელ მსოფლიოში დადიან და აგინებენ საქართველოს, რომ აქ არ შეიძლება ინვესტიციების შემოტანა, რომ ხალხი ყაჩაღი და ბოროტია… ხომ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო?! ასე არ უცხოვრია ქართველ კაცს… თავის დროზეც ვამბობდი, რა კოაბიტაცია, მოდი, ნორმალური სასამართლო შევქმნათ, თუ ჩვენს მოსამართლეებს არ ვენდობით, უცხოეთიდან მოვიწვიოთ და გავარკვიოთ, ვინ რა დააშავა-მეთქი, მაგრამ მგონია, ეს კოაბიტაციაც შემოგდებული იყო… არ შეიძლება ოპოზიციის გარეშე, მაგრამ ოპოზიციაც ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს და არა იმაზე, როგორ შევიდეს პარლამენტში, რომ მოპარული ფული დამალოს”
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024