24/02/2024
19:00
კონფლიქტები
მინდა, ვთქვა, რომ უკრაინის ხალხის მიმართ სიმპატიას განვიცდი, მაგრამ ის საკუთარი ხელმძღვანელების მიერ შეცდომაშია შეყვანილი, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც „ტასსმა“ მოსკოვში მისი ვიზიტისას ჩაწერა.
„მინდა, ვთქვა, რომ უკრაინის ხალხი მიმართ სიმპატიას განვიცდი, მაგრამ ის საკუთარი ხელმძღვანელების მიერ შეცდომაშია შეყვანილი და ეს ამბავი უნდა დაიძლიოს. ხდება ხოლმე, რომ დარწმუნების მეთოდები არ მუშაობს და საჭირო ხდება იძულების მეთოდის გამოყენება. ეს ხდება დღეს უკრაინაში და ამ მხრივ რუსეთის ფედერაციის ხალხს და ხელმძღვანელს ყოველთვის დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა ბჟანიამ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის აფხაზეთიდან 70-80 მოხალისეა წასული.
„მიმდინარეობს გარკვეული როტაცია, მაგრამ იქ მყოფთა თქმით, ბიჭები აფხაზეთიდან გამძლეობას და სიმამაცეს იჩენენ. ჩვენ უკვე 20 ადამიანი დაგვეღუპა“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
0
0