“სოხუმსა და თბილისს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია, თუ..” – ბჟანია
03/03/2023
13:28
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას აზრით, “სოხუმსა და თბილისს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება” შესაძლებელია, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც “საქართველო აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს”.
ამის შესახებ მან მოსკოვსა და მინსკში ბოლოდროინდელი ვიზიტების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.
„სხვაგვარად არ შეიძლება, იყოს და ლუკაშენკო ეთანხმება ამას. ეს არ იყო განხილვის საგანი“, – აღნიშნა ბჟანიამ.
მინსკში ბჟანიას ვიზიტის დროს ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აქვს “თბილისს მძაფრი რეაქცია იმაზე, რომ მინსკი სოხუმთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობს”.
ლუკაშენკოს თქმით, “რატომ არ შეიძლება, იმეგობრონ ერთმანეთთან მინსკმა, თბილისმა და სოხუმმა”.
0
0
319
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%