06/10/2021
18:00
სხვადასხვა
იმ შიზოიდს, დღეს რომ გამოკეტელია ლუქსის ნომერში და ავრცელებს ყოველდღე თავის ნაბოდვარს, იმდენი და ისეთი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, (მათ წინაშეც ვინც დღეს მას ფიანდაზად ეგებიან, რადგან მათი გამოთაყვანება მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა), რომ 6 წელი კი არა, ციხეში გატარებული ათი სიცოცხლე არ ეყოფა რომ ის დანაშაულები გამოისყიდოს.
მას და მის ცხრა ნომერ კალოშებიან ბანდას სამუდამო უნდა მიუსაჯონ და მის კამერაში გუბაზ სანიკიძე უნდა იხდიდეს მის გვერდით სასჯელს.
მას დანაშაული მიუძღვის თითოეული ქართველის წინაშე, ემიგრანტად იქცა ნახევარი საქართველო სწორედ მისი ზეობის პერიოდში. ის არის სირცხვილი ქართველი ერის, სულით და ხორცით ქართველების და არა შიზოფრენიკი ფანატიკოსების.
კარგი იქნება თუ საერთოდ ყურადღებას აღარ მიაქცევთ და არ გააშუქებთ მასთან დაკავშირებულ არცერთ მოვლენას. უნდა იქნას გამოტანილი განაჩენი ერთხელ და სამუდამოდ ყველას გასაგონად და დასანახად.
ის არის წარსული, ტკივილითა და სირცხვილით სავსე წარსული, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარჩეს იქ, სადაც აღარასდროს დავბრუნდებით!!!
0
0