06/03/2023
13:31
კულტურა
შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ, დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს, – ამის შესახებ Messe Berlin-ის დირექტორმა, დევიდ რუტსმა განაცხადა.
„თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარ და პირადად მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს იყო სტუმარი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ყველას გულს მოიგებს ამ გამოფენაზე.
ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, საქართველო რომ შევარჩიეთ ITB Berlin-ისმასპინძლად, რომელიც მსოფლიოში ყევლაზე დიდი ტურისტული გამოფენაა. წელს 500-ზე მეტ კომპანიას ვმასპინძლობთ 179-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ერთი ქვეყანა გამორჩეულია და წელს ეს საქართველოა.
იმედი მაქვს, უამრავი ახალი ბიზნესპარტნიორობა შედგება და რაც მთავარია, ყველა შეიგრძნობს საქართველოს მრავალფეროვნებას და უამრავ მეგობარს გაიჩენთ“,- აღნიშნა დევიდ რუტსმა.
ITB berlin 2023 ბერლინში ოფიციალურად დღეს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითააწარმოდგენილი.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024