29/12/2022
11:43
კონფლიქტები
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?” – ასე ეხმაურება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, კან ტანია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
მისი მტკიცებით, საქართველოს “აფხაზეთის გაცილებით დიდი ოდენობის ვალი აქვს” ვიდრე, 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რაზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა. ელჩი წერს, რომ ეს “ყოველგვარი თუ პირობების გარეშეა”.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში, თუ ჩვენ გვინდა ისევ საქართველოსთან გაერთიანება. […]
ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა.თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთს გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი „თუ“ პირობების გარეშე”, – წერს ის.
0
0