02/12/2023
00:23
სპორტი
ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება დაიწყო, – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა სოციალური ქსელის, X-ის გვერდზე დაწერა.
როგორც თოფურია წერს, ახლა მისთვის მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი იწყება და 17 თებერვალს აუცილებლად გახდება მსოფლიო ჩემპიონი.
„დღეს, პირველ დეკემბერს ოფიციალურად იწყება ჩემი მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. სულ მალე ჩემი ოცნება ახდება. მადლიერი ვარ, როცა უკან ვიხედები და ვიხსენებ, რა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად.
მადლობა ღმერთს, ის არასდროს მტოვებდა და ძალას მაძლევდა სირთულეების დასაძლევად. ახლა იწყება მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ახლობელს უპირობო მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები“, – წერს ილია თოფურია.
ქართველთან ბრძოლისთვის მზადება უკვე დაიწყო ვოლკანოვსკიმ. როგორც ავსტრალიელმა დაწერა, თავს კარგად გრძნობს და გამარჯვებისთვის მზადაა.
UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალსაა (საქართველოს დროით 18 თებერვალს) ჩანიშნული. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელსაც შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ჩემპიონის ქამრის მოგება შეუძლია.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024