18/10/2024
13:06
საზოგადოება
“მე ვიმღერებ” …- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას – “ვინ იმღერებს მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაზე?”
“შეთანხმებული იყო ყველაფერი და გააუქმეს შემდეგ, ესაა ჩვეულებრივი ფაშიზმი… ჩვენ ამ ადამიანებსაც გავათავისუფლებთ…მგზავრების მდგომარეობაში, გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ ” – განაცხადა დღეს კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ჯგუფმა “მგზავრებმა” მერიას კონცერტში მონაწილეობაზე უარი უთხრა -” მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია”- წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.
ამას მოჰყვა მერიის განცხადება, სადაც კალაძის უწყებამ დაწერა, რომ ჯგუფმა “ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების” მიერ მოწყობილ წნეხს ვერ გაუძლო.
მერიას მალევე უპასუხა “მგზავრების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი დედალამაზიშვილმა – “ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს:) არსებობს სწორი და არასწორი. ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
0
0