25/03/2024
22:41
სამართალი
“მძიმეა, როდესაც შენს ორ საყვარელ ადამიანს მთლიანად შიშვლებს ხედავ; ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი“- რა განაცხადა შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებულმა ქალმა სასამართლოზე
28 წლის მაკა ალექსანდრიამ გაიხსენა ყველა ის დეტალი, თუ როგორ დაინახა საკუთარი შეყვარებული და უახლოესი მეგობარი ერთად, შიშვლები, ინტიმური ურთიერთობის დროს.
“ძალიან მძიმე იყო, როდესაც შენს ორ საყვარელ ადამიანს, შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში, შენს ლოგინში მთლიანად შიშვლებს ხედავ. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ბოდიში მოეხადათ, ზეწოლა მოდიოდა ჩემ მხარეს, რომ მე თითქოს, როგორ დავამტკიცებ, რომ ეს მოხდა. გერას და ჩემს შორის დაიწყო დაპირისპირება, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ღალატის სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი", - ამბობს მაკა ალექსანდრია.
0
0