23/11/2022
13:30
სამართალი
ხარაგაულში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ, 50 წლის მამაკაცი მოკლეს, 40 წლამდე კაცი კი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი მამაკაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა.
დაჭრილი ირაკლი კიკნაძე საავადმყოფოში მომხდარის დეტალებს იხსენებს.
“მე ვინც გვესროლა მას არ ვიცნობდი, ნაცნობს მოჰყვა ეს კაცი, როგორც მითხრა ნუკრი თხელიძე ვარო. ამის შემდეგ სუფრასთან დავსხედით და ციხეზე საუბრობდნენ. გარეთ გამოსვლის შემდეგ კი ამ კაცმა ჯერ მე მესროლა, შემდეგ ჩემს მეზობელს გუჯას. მალევე კი მის თანმხლებ პირთან ერთად ადგილი დატოვა. რა ამოძრავებდა არაფერი ვიცი”, – აცხადებს”ინფო იმერეთის” ცნობით, ირაკლი კიკნაძე.
შეგახსენებთ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
0
0