28/09/2022
23:37
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "პოსტვ"-ის გადაცემა "პოლიტიკურ ინტერვიუში" ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა.
ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა: "დღევანდელ მოვლენებსა და ერეკლე მეორის დროინდელ მოვლენებს შორის პარალელი შეიძლება გავავლოთ, როდესაც სხვადასხვა, არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოების ოფიციალური თუ არაოფიციალური წევრები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. ეს რას ემსახურება მარტივი მისახვედრია. ეს არის მესიჯი ჩვენს მტრებთან, რომ ქართულ ჯარში არის პრობლემები. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ. პრემიერის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ფაქტობრივად, გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა ქართულ ჯარში როგორც სოციალური, შეიარაღების და, ზოგადად, ყველა მიმართულებით. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა", -აღნიშნა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ინტერვიუში ქართული ჯარის მიმართ წარმოებულ ორკესტრირებულ კამპანიაზე, უარგუმენტო კრიტიკაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და ჯარის საზოგადოებისგან გაუცხოებაზე ისაუბრა.
0
0