26/09/2023
16:03
კონფლიქტები
სომხეთის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ხმებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების სომხეთის ფარგლებს გარეთ შესაძლო გასახლების შესახებ.
„სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში უარყოფს მსგავს ყალბ ამბებს და გმობს მის გავრცელებას და იაფ სპეკულაციას ამ თემაზე, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღისა და სომეხი ხალხისთვის ამ რთულ დროს“ - ნათქვამია განცხადებაში.
26 სექტემბრის დილის მდგომარეობით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 13 500 ადამიანი გაემგზავრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა 40 ათასი ოჯახის დასაბინავებლად.
22 სექტემბერს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ არ გამორიცხა, რომ ლტოლვილთა ნაწილი აფხაზეთში წავიდეს. ამავდროულად, მას მიაჩნია, რომ ეს „მასობრივი ფენომენი არ იქნება“. მანვე მიუთითა აფხაზეთის პოლიტიკის „გარკვეულ სავიზო ელემენტებზე“ სომხეთის მოქალაქეების მიმართ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024