04/09/2024
18:12
სპორტი
ქართველი პარამსლოლელის ლადო ჭინჭარაულის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მეოთხე მედალი საქართველოს ნაკრებისათვის! Lado Chincharauli ბრწყინვალედ იასპარეზა შაშხანიდან 50 მ. სროლაში (კატეგორია R9) და ვერცხლის მედალოსანია! აღსანიშნავია, რომ ოქრომდე სულ ორი ქულა დააკლდა.
სპორტის ოთხი სახეობიდან ოთხივემ მედალი აიღო, ლადოს ეს მედალი კი იმით არის ორმაგად ძვირფასი, რომ მან კარიერის მე-12 წელს აჩვენა საუკეთესო შედეგები! ჯერ ევროპაზე გახდა ვიცე-ჩენპიონი, ახლა პარალიმპიადაზე!
გილოცავ, ხევსურო, როგორ გაგვახარე ყველა!!!“ - წერს იგი.
საქართველომ პარალიმპიადაზე მეოთხე მედალი მოიპოვა.
0
0