10/02/2023
20:56
კულტურა
Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, Vogue-სთან საუბრობს. დიზაინერი ამბობს, რომ “სარეკლამო ფოტოების შუაგულში ბავშვების დაყენება, თან ბავშვებისთვის შეუსაბამო აქსესუარებით, ცუდი გადაწყვეტილება იყო”.
“ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ვერ მივხვდი, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების [სურათზე] დაყენება და ბავშვის შუაგულში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი აზრი და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან. ჩვენ არ უნდა გამოგვესახა ბავშვები სურათებში, რომლებიც მოიცავდა მათთან შეუსაბამო აქსესუარებსაც. არავის, მათ შორის არც მე არ დამიყენებია საკითხი, რომ ეს შეუსაბამო იყო. იყო საკონტროლო პროცესები, ჩართული ხალხი – შიდა და გარე ,– მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ, რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას…”
ცნობისთვის, ბრენდმაც და დემნაცამ, აღნიშნული სარეკლამო ფოტოების გამო, სადაც ბავშვები სექსუალური აქსესუარებით პოზირებდნენ, ბოდიში საჯაროდ უკვე რამდენჯერმე მოიხადეს.
0
0