29/09/2021
18:12
სხვადასხვა
– ერთი წლის წინ, კანონთან პრობლემა შეგექმნათ, ყოფილმა მეუღლემ გიჩივლათ, რა ეტაპზეა ეს საქმე?
– გაჩერებულია… თუ გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდი იყო მაშინაც და რომ არ მეაქტიურა, გამაჩერეს. საშიშროება იყო მაშინაც, რომ მესამე ძალა არ გამოჩენილიყო, ჩამომაცილეს. “ნაციონალი” მეზობელი იყო დამუქრებული, რომ დამაკავებდნენ, არადა, რეალურად არაფერი სერიოზული არ ხდებოდა. ადრეც დარეკა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში, მოვიდნენ, ნახეს რომ ბავშვი მეხუტებოდა, რომ მეჩხუბა, ბავშვი ასეთ მდგომარეობაში დახვდებოდათ? – პირველი გამოძახება ასე დასრულდა.
მეორედაც ბავშვი მეხვეწებოდა, დამაძინე და ისე წადიო,- ტიროდა. ყოფილ მეუღლეს ვუთხარი რა პრობლემაა, ზღაპარს მოვუყვები, დაიძინებს და წავალ-მეთქი, გარეთ მეგობარი მელოდებოდა მოტოციკლეტით. მეუღლემ მითხრა, წადი, თორემ პოლიციაში დავრეკავო. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, ცოტა ხანში ბავშვი რომ დამშვიდდა, მოტოციკლეტით წამოვედი და არ დავუბრუნე ტელეფონი. მითხრა, თუ არ დამიბრუნებ, საჩივარს დავწერო და მართლა დაწერა. მერე აღმოვაჩინე, რომ შეგინება ყოფილა “შენი დედა ვატირე” და “დედას გიტირებ” კიდევ მუქარა, რადგან მომავალში ეუბნები. ერთი პროცესის გარდა, აღარ განხილულა ეს საქმე, თუ პოლიტიკურად გავაქტიურდები, ალბათ მაგასაც გაააქტიურებენ.
– შვილის ნახვას თუ ახერხებთ ახლა?
– რა თქმა უნდა, ახლაც თვენახევარი ჩემთან ცხოვრობდა, იქ რემონტი ჰქონდათ. მართლა არ ვარ კონფლიქტური ადამიანი.
წყარო: ახალი თაობა
0
0